გაკვეთილის გეგმა


                                   გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს    გ ე გ მ ა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:მზია ბრაჭული 59001074447
საგანი:მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი:დაწყებითი V1
მოსწავლეთა რაოდენობა:2
გაკვეთილის თემა:ორი წრეწირი ურთიერთგანლაგება
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ დაკვირვებას, აღწერას და დასსკვნის გაკეთებას სიბრტყეზე წრეწირების ურთიერთ განლაგების შესახებ მათ შორის მანძილისა და რადიუსის გამოყენებით და თვისობრივად და რაოდენობრივად აღწერენ თუ რა გავლენას ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება მასზე დამოკიდებულ მეორე სიდიდეზე.

მათ. VI.9.
VI კლასი
მოსწავლეს შეუძლია ფიგურებსა და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა
ინდიკატორები
·         აკეთებს დასკვნას სიბრტყეზე წრეწირების ურთიერთგანლაგების შესახებ, მათ ცენტრებს შორის მანძილისა და რადიუსების გამოყენებით.


მათ.VI.5.
VI კლასი
მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვა, განვრცობა და აღწერა
ინდიკატორები
·         მოცემული დამოკიდებულებისათვის (მათ შორის რეალურ ვითარებაში) თვისობრივად და რაოდენობრივად აღწერს თუ რა გავლენას ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება მასზე დამოკიდებულ მეორე სიდიდეზე და სხვა ატრიბუტებზე;
N      
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო(წთ)
1
ქცევის წესების შეხსენების  შემდეგ ვაკეთებთ საშინაო დავალების განხილვას.
კითხვა-პასუხი
საერთო-საკლასო
სახელმძღვანელო, კალამი, რვეული,ცარცი , დაფა.
4წთ
2
მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის  მიზანს და წრეწირების ცოდნის საჭიროებას აღწერითი პარადიგმის სქემაში მათი კარნახით ჩამოვწერ წრეწიერის ელემენტებს.
აღწერითი პარადიგმა
საერთო- საკლასო



დაფა, ცარცი
4წთ
3
მოსწავლეები აღწერით პარადიგმაში ჩამოწერილ ელემენტებს ჩახაზავენ ფლიფჩატის ქაღალდზე წინასწარ დახაზულ წრეწირებზე და პარალელურად განმარტავენ.
პრაქტიკული სამუშაო
საერთო- საკლასო
ფლიფ ჩარტის დსფა, ფლიფჩარტის ქაღალდი, ფლ;ომასტერი.
5წთ
4
დავუსვამ კითხვას მოსწავლეებს შეხვედრიათ თუ არა წრეწირის ფორმის საყოფაცხოვრებო ნივთები? პასუხის შემდეგ ვაჩვენებ პროექტორით წრეწირის ფორმის საყოფაცხოვრებო ნივთებს.
კითხვა-პასუხი
საერთო-საკლასო


კომპიოუტერი, პროექტორი.
3წთ
5
ავიღებ ორი სხვადასხვა ზომ,ის მუყაოსგან გამოჭრილ წრეწირს და ვამოძრავებ ერთმანეთისკენ მოსწავლეები დააკვირდებიან და დააფიქსირებენ მოძრაობის ეტაპებს, შემდეგ ამ ეტაპებს პროექტორით ვუჩვენებ ეკრანზე მოსწავლეები ჩემი დახმარებით თავისი სიტყვებით ჩამოაყალიბებენაზრს სიბრტყეზე წრეწირების ურთიერთგანლაგების შესახებ,მათ
ცენტრებს შორის მანძილსა და რადიუსზე
შეასრულებენ ელექტრონულ თამაშს: დააწყვილებენ სიტყვებს და სურათებს.
ექსპერიმენტი
საერთო-საკლასო
მუყაოსგან გამოჭრილი ორი წრეწირი,კომპიუტერი, პროექტორი,რვეული,კალამი .


8წთ
6
ვაძლევ დავალებას, რომელიც ითვალისწინებს წრეწირების აგებას მოცემული რადიუსითა და ცენტრებს შორის მანძილით
პრაქტიკული სამუშაო
ინდივიდუალური
რვეული,ფარგალი,ფანქარი,საშლელი.კალამი.
10წთ
7
პროექტორით ვუჩვენებ საგნებს, რომლებიც შეიცავენ წრეწირის ფორმის დეტალებს და თიოთოეულზე ვიმსჯელებთ გარედან ხდება წრეწირების შეხება თუ შიგნიდან.
სურათებზე ამოცნობა
საერტო- საკლასო
კომპიუტერი, პროექტორი
3წთ
8
ვენის დიაგრამის საშუალებით მოსწავლეები გაანალიზებენ რა არის წრეწირების ურთიერთგანლაგებისას გარე და შიდა შეხების საერთო და განსხვავებული მახასიათებლები.
ვერნის დიაგრამა
საერთო საკლასო
დაფა, ცარცი
3წთ
9
საშინაო დავალების N5სავარჯიშოს შესასრულებლად შესაბამისი ინსტრუქციის მიცენმის შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს გაიაზრონ გაკვეთილის მიმდინარეობა დარიგებულ ბარათებზე მომცრო აბზაცის მეშვეობით დაწერონ „რა დაამახსოვრდა კლასის დატოვების შემდეგ“?
გასასვლელი ბილეთი
ინდივიდუალური
თაბახის ფურცელი,კალამი, სახელმძღვანელო
5წთ








No comments:

Post a Comment